ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის
Ორგანიზაცია „Ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის“ ხელს უწყობს ამერიკისა და საქართველოს მეგობრობის და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. Ამ მიზნით, ორგანიზაცია მხარს უჭერს და ახორციელებს დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განვითარებისკენ მიმართულ აქტივობებს.
ვინ ვართ ჩვენ
„Ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის“ (AGP) არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია აშშ-ის საგადასახადო კოდექსის 501(c)-ე მუხლის შესაბამისად. Მისი მთავარი ოფისი მდებარეობს პენსილვანიის შტატის ქალაქ მორისვილში.
AGP აერთიანებს ქართული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქეებს, აშშ-ში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, და საქართველოს სხვა მეგობრებს. მისიაში ჩამოყალიბებულ ძირითად მიზნებთან ერთად, ორგანიზაცია ხელს უწყობს ქართული სათვისტომოს გაძლიერებას, აშშ-ში მცხოვრები ქართველების დაახლოებას, და მათ კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ აქტივობებს. AGP-ს მიერ განხორციელებული და მხარდაჭერილი პროექტების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საწევრო შენატანები და საქველმოქემედო შემოწირულებები.
ძირითადი პროექტები და საქმიანობა
1. Ახალგაზრდული მოძრაობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის მხარდაჭერა საქართველოში დასავლური ღირებულებების ხელშეწყობისა და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით.
2. Საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაზარალებეული ქართველი და ამერიკელი ვეტერანების დახმარება.
3. Საქველმოქმედო და სოციალური აქტივობების მხარდაჭერა საქართველოში და აშშ-ში.