top of page

ქართველი ემიგრანტები 2024 წლის არჩევნებისთვის

უცხოეთში ჩატარებულ ქართულ არჩევნებზე მრავალწლიანმა დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ ასიათასობით საქართველოს მოქალაქე ვერ სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო ხმის მიცემის უფლებით.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ ასიათასობით საქართველოს მოქალაქე მოკლებულია შესაძლებლობას-მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ხელისუფლების არჩევის პროცესში, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის მომავალი.

 

ორგანიზაცია - ამერიკელი ქართველები პროგრესისათვის AGP, იწყებს კამპანიას ემიგრანტებისათვის ახალი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით.

 

დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახდა დღეს, როდესაც ყოველდღიურად იზრდება ემიგრანტების რაოდენობა საქართველოდან.

 

დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნით ჩვენ თავიდან ავიცილებთ ხელოვრურ ბარიერებს, რაც მეტ ემიგრანტს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ხმა მისცეს მისთვის სასურველ პოლიტიკურ პარტიას.

 

იმისათვის რომ სწორად განისაზღვროს ახალი საარჩევნო უბნების გახსნის საჭიროებები, პირველ რიგში უნდა შეიქმნას ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მონაცემების ერთიანი ბაზა.

 

ამისათვის აუცილებელია, რომ დადგინდეს თუ საქართველოს რამდენი მოქალაქე ცხოვრობს ამა თუ იმ ქვეყანაში, შტატსა თუ დიდ ქალაქში.

 

ამ ბაზის შექმნის მიზნით, გთხოვთ მარტივად შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდეთ მითითებულ ლინკზე www.usagp.org/2024.

 

აქ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, თქვენი სურვილის შემთხვევაში, ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან რომ დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზეც, რაც აუცილებელია საერთო საარჩევნო სიაში მოსახვედრად.

 

ასევე გამოქგეყნდება დამხმარე ვიდეო, საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრაციისათვის.

 

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მისი საემიგრაციო სტატუსის მიუხედავად. საკონსულო რეგისტრაცია გავლენას არ ახდენს იმ საემიგრაციო სტატუსის განხილვის პროცესზე, რომელიც შეიძლება დაწყებული გქონდეთ შესაბამის ინსტანციებში.

 

ემიგრანტებო, გახდით ისტორიული ოროცესის მონაწილე, გახსოვდეთ რომ თქვენი ადგილმდებარეობის მიუხედავად, საქართველოს ბედი თქვენს ხელშია.

გთხოვთ მარტივად შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდეთ

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მისი საემიგრაციო სტატუსის მიუხედავად

გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია

bottom of page