top of page

ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის - 2020 წლის აქტივობები

ამერიკელი ქართველები პროგრესისათვის AGP, კვლავ განაგრძობს საქართველოში ხელმოკლე ოჯახების დახმარებას.


მაისიდან-სექტემბრის ჩათვლით, რვა ოჯახის ყოველთვიური დახმარებისათვის, საქართველოში გადაიგზავნა

12 724 ლარი.


200 ზე მეტ ოჯახის დახმარება განხორციელდა პროდუქტით ერთჯერადად.

სულ, ორგანიზაციამ საქართველოში გადააგზავნა 13 000 დოლარი სხვადასხვა აქტივობებისათვის.


ივლისის თვეში AGP ლანჩით გაუმასპინძლდა Robert Wood Johnson RWJ ჰოსპიტლის 170 და JFK Medical Center ის 160 თანამშრომელს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე მუშაობდნენ COVID 19 პანდემიის პირობებში.


ორგანიზაცია მადლობას უხდის:


თითოეულ შემომწირველს მათი სიკეთისათვის.

ორგანიზაციის დამფუძნებელს, დავით ცქიფურიშვილს, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა ამერიკული კანონმდებლობის ფარგლებში, გამჭვირვალეობის სრული დაცვით ვიმოქმედოთ.

ორგანიზაციის პრეზიდენტს, ქრისტინე პუშაუს.

ორგანიზაციის ახალგაზრდა წევრს ლიზი ლომჯარიას ამერიკაში განხორციელებული ორი მნიშვნელოვანი აქტივობისათვის.


ორგანიზაციამ, „ამერიკელი ქართველები პროგრესისათვის“ AGP, საქართველოსა და ამერიკაში განახორციელა შემდეგი აქტივობები:


თებერვალი 2020


ვლადიმერ (ლადო) აფხაზავას მოსწავლეებს, გადაეცათ საჭირო ნივთები საჩუქრად.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. ის 2017 წლის ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი და 2019 წლის ,,მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტია.

ახალგაზრდა ლიდერებს ხელი შეუწყო რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების აუცილებელი საკანცელარიო ნივთებით მომარაგებაში.


მარტი 2020


კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ საქართველოში შეიძინა პირბადეები, ანტისეპტიკური ხსნარები და ხელთათმანები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს რამდენჯერმე დაურიგდათ უსასყიდლოდ.

მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს გადაეცათ საკვები პროდუქტები.


აპრილი 2020


სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის აღსადგენად ბიბლიოთეკის ანგარიშზე გადაირიცხა თანხა.

2020 წლის 19 აპრილს მოქალაქემ ბაჩო ქათამაძემ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას წაუკიდა ცეცხლი. ამ ვანდალური ქმედების შედეგად დაიწვა ბიბლიოთკის პირველი სართული.


ორგანიზაციამ საკვები პროდუქტების ორი კვირის მარაგით უზრუნველყო აშშ ში მყოფი კორონა ვირუსით ინფიცირებული რამდენიმე პირი


AGP მადლობას უხდის ორგანიზაციის თითოეულ წევრს ყოველთვიური შემოწირულობისათვის.

AGP ასევე მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაციას „ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივას“ [NLI][

და მის დირექტორს ქალბატონ ქრისტინა პუშაუს, საქართველოში ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების განახორციელებაში დახმარებისათვის.


ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს.


The newly established organization, American Georgians for Progress, has implemented the following activities on the territory of AGP Georgia:


February 2020

• Vladimer (Lado) Abkhazava's students were given the necessary items as a gift.

Lado Abkhazava is a teacher of Civic Education at the public school in the village of Chibati, Lanchkhuti Municipality. He is a winner of the 2017 National Teacher Award and the finalist of the 2019 Global Teacher Award.


March 2020

• Due to the spread of the corona virus COVID-19, the organization has purchased headgear, antiseptic solutions and gloves in Georgia, which have been distributed to Georgian citizens several times free of charge.

• Those Georgian citizens who were left in a difficult economic situation were given food.


April 2020

• The money was transferred to the library's account to restore the Saakashvili Presidential Library.

On April 19, 2020, citizen Bacho Katamadze set fire to the Presidential Library. As a result of this vandalism, the first floor of the library was set on fire.

• On April 19, a TV story about 79-year-old Anzor Noniashvili was televised on Formula TV One. Mr. Anzor is taking care of his 43-year-old son, Gia, who is 3 years and 6 months old. They live in extreme poverty. The organization sent Mr. Anzor the money, the wheelchair, the diapers and also provided with the food. We will continue helping this family.

• Misha Papa, a resident of Telavi, who was fined 3,000 GEL, was given food and medicine, also we purchased 300GEL tulips from him, which were given to the staff working in hospitals and grocery stores.

• With the help of the organization, food products were delivered to about 200 families in Georgia.

• The organization had been providing a person infected the coronavirus in the United States and a young family with the food for two weeks.


The AGP would like to thank every Georgian donor and non-governmental organization NLI for its initiative.

As a result of the monthly donations of Georgian emigrants, it has become possible to mobilize funds and carry out the above-mentioned activities on the territory of Georgia with the help of the NGO Young Leaders Initiative [NLI].

15 views0 comments

Comments


bottom of page